ჩვენს შესახებ


თუშეთის დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს (თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და თუშეთის ეროვნულ პარკთან ერთად) და მოიცავ 32,035 ჰა. ის მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმდებარედ.
თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს და იგი საქართველოში პირველია – IUCN V კატეგორიის დაცული ტერიტორიებიდან. მისი მართვა ხორციელდება თვითმმართველობის დონეზე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ, მის მიერვე დაფუძნებული დაფუძნებული ა(ა)იპი „თუშთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ მეშვეობით.
ჩვენი ადმინისტრაცია გარემოსდაცვით აქტივობასთან ერთად თუშეთში ახორციელებს, ინფრასტრუქტურულ თუ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტებს, რითაც ხელს უწყობს ტრადიციული დარგებისა და საქმიანობის შენარჩუნებას.

ჩვენი მისია


თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მთავარ მისიას წაროადგენს:
1. უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება - დაღუპვისგან დაცვა;
2. უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება;
3. მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ - კულტურული ლანდშაფტის ფსიქოლოგიურ - ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;
4. ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და დაცვა
ჩვენი ადმინისტრაცია გარემოსდაცვით აქტივობასთან ერთად თუშეთში ახორციელებს, ინფრასტრუქტურულ თუ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტებს, რითაც ხელს უწყობს ტრადიციული დარგებისა და საქმიანობის შენარჩუნებას.