
ჩვენი მისია
თუშეთის დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს (თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და თუშთის ეროვნულ პარკთან ერთად) და მოიცავ 31,517 ჰა. ის მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმდებარედ.
თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს და იგი საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთია – IUCN V კატეგორიის დაცული ტერიტორიებიდან. მისი მართვა ხორციელდება თვითმმართველობის დონეზე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ, მის მიერვე დაფუძნებული დაფუძნებული ა(ა)იპი „თუშთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ მეშვეობით.
ჩვენი ადმინისტრაცია გარემოსდაცვით აქტივობასთან ერთად თუშეთში ახორციელებს, ინფრასტრუქტურულ თუ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტებს, რითაც ხელს უწყობს ტრადიციული დარგებისა და საქმიანობის შენარჩუნებას.
თუშეთში დაცული ლანდშაფტის ჩამოყალიბების მიზანია:
- ინდივიდუალური ბუნებრივი კომპონენტების ანდროგენიზაციის შედეგად უნიკალური ეკოსისტემების გადაგვარებისგან დაცვა.
- ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის დონის ძეგლების შენარჩუნება.
- მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ფსიქო-ესთეტიკური რესურსების მზარდი რეკრეაციული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა.
- ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება.
დაცული ტერიტორიების ტერიტორიაზე დაშვებული აქტივობები
- გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა და აღდგენა.
- მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა.
- თუშეთის ეკოსისტემისა და ველური ბუნების სახეობების კონსერვაცია და აღდგენა.
- რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა.
- ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.
- ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
კულტურული მემკვიდრეობა
ბიომრავალფეროვნება
თუშეთის ფლორა და ფაუნა
მიხაკი დაღესტნური - Dianthus daghestanicus Kharadze
ნემსიწვერა რეპრეხტის - Geranium ruprechtii ( woronow) Grossh
კლდის მაჩიტა - Campanula petrophila Rupr
კავკასიური არჩვი - rupicapra
კავკასიური შურთხი
ნიამორი-capra aegagrus
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი- Capra cylindricornis
თუშური ცხენი
თუშური ცხვარი
მეცხვარის ძაღლი
ბატკანძერი - Gypoetus borbotus
კავკასიური როჭო - Lyrurus mlokosiewiczi
მოგზაურობა
თქვენ არასდროს იმგზავრებთ მარტო

სასტუმროები

სასტუმროები Booking.com-იდან

კვების ობიექტები

საკემპინგე ადგილები

ტურისტული ბილიკები