წოვათა - ალაზნისთავი
მარკირების პროცესში
მთავარი ღირსშესანიშნაობები: წოვათის ხეობის ულამაზესი ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები, ალაზნისთავის ხედები, ცხოველებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება.
მიმართულება : ჯვარბოსელი > ყადორისღელეს უღელტეხილი > ალაზნისთავის ხეობა (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ჯვარბოსელამდე დაახლოებით - 25 კმ)
მანძილი : 19 კმ
ხანგრძლივობა: 7-8 სთ
სირთულე: მარტივი/საშუალო; საფეხმავლო/საცხენოსნო
გამჭოლი მარშრუტი სოფელ ჯვარბოსლიდან იწყება და სამანქანო გზას მიუყვება, რომელიც შედის წოვათის ხეობაში. ბილიკი გაივლის სოფელ წაროს, ინდურთას და ეთელთას, შედის ხეობაში და მიემართება ყადორისღელეს (3 145 მ) უღელტეხილისაკენ. ყადორისღელეს უღელტეხილიდან ბილიკი ჩადის ალაზნისთავის ხეობაში.
მარშრუტის დაწყება ასევე შესაძლებელია ალაზნისთავიდან.
ღამისთევა შესაძლებელია ალაზნისთავის ტურისტულ თავშესაფარში. წოვათის ხეობაში დარჩენის შემთხვევაში კი - ადგილობრივ ფერმერებთან.
შეფასებები
/ 5
5 REVIEWS
EXCELLENT
4
VERY GOOD
1
AVERAGE
0
POOR
0
VERY POOR
0