ორეთის ტბა


მთავარი ღირსშესანიშნაობები:ფიჭვის ტყე, მეცხვარის სახლი, ორეთის ტბის ლამაზი ხედები, თოვლიანი მდელოები და მოზაიკური პეიზაჟი ადრეულ სეზონზე აყვავებული დეკის ბუჩქებით, მაღალი მთის წყაროები, ცხოველებზე, კავკასიური როჭოზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება
მიმართულება : ომალო > ორეთის ტბა > ომალო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ომალომდე დაახლოებით - 700 მ)
მანძილი : 25 კმ
ხანგრძლივობა: 8 - 9 სთ
სირთულე: მარტივი/საშუალო; საფეხმავლო/საცხენოსნო

ცალმხრივი მარშრუტი იწყება და მთავრდება სოფელ ომალოსთან. მარშრუტი მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან საფეხმავლო ბილიკი ადის ორეთის ტბაზე, საიდანაც თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკზე მოძრაობისას შეიძლება შენიშნოთ მტაცებლების (დათვი, მგელი და ფოცხვერი) კვალი. ასევე, შესაძლებელია ორნითოფაუნის წარმომადგენლებზე დაკვირვება. იმისათვის, რომ დატკბეთ ნისლში გახვეული თუშეთის სილამაზისა და მთის წვერზე ამომავალი მზის ცქერით, შეგიძლიათ ერთი ღამე გაატაროთ ორეთის ტბის სიახლოვეს კარავში ან იქვე მდებარე მეცხვარის ბინაში.

შეფასებები

/ 5

5 REVIEWS

EXCELLENT

4

VERY GOOD

1

AVERAGE

0

POOR

0

VERY POOR

0

შეაფასეთ