პურეული

კოტორი გორდილა


კ ო ტ ო რ ი: მზადდება უფუარი ცომისაგან, გულში უშვრებიან ერბო- კალტს
არსებობს კოტრის დაჭრის საინტერესო ისტორია, როცა კოტრის დასაჭრელად დანას ითხოვებდნენ დანის პატრონი ეტყოდა: „დანის წვერ არ მომიტეხო, ე.ი. ცარიელი არ დამარჩინოო. კოტრის დამჭრელი კოტრის დაწრის შემდეგ ერთ ნაჭერს დანას ჩამოაცვამს და ისე მიაწვდის პატრონს. ამას ქვია „საწვერეი“


გ ო რ დ ი ლ ა: პურის ცომს გააკეთებენ კვერად, ჩაყრიან ცხელ წყალში და მოხარშავენ. როდესაც მოიხარშება წყალზე მაღლა დადგება. გორდილა არის ნაფუარი და იწონის დაახლოვებით ერთ კილოგრამს.