თუშურ ზეპირსიტყვიერებაში, ძირითადად გაცნობა ხდება იმ ღირსეული ადამიანების, რომელთა დავიწყება და ისტორიული გაფერმკრთალება ცოდვა იქნებოდა. ტრაგიკულ ისტორიებს, ეთნოგრაფიულ წიაღსვლებს, ლეგენდებს, თქმულებებს, და ხალხური პოეზიის ჟანრობრივ მრავალფეროვნებებს.

ზეპირსიტყვიერება


თუშეთი მუდმივად ამაყობდა თავისი ლეგენდარული წარსულით, გამოკვეთილი მთის ადათ-წესებით, გმირებითა და მშრომელი ადამიანებით. კოსტა აზიკურის ავტორობით გამოცემული წიგნი ‘’თუშური ჩანაწერები,, სწორედ ამას მოწმობს, ამ წიგნში თუშური კილო-კავი ზეიმობს, მისით ყველაფერია გამოხატული: ლექსი და ხალხური საუნჯის მარგალიტები.
თუშურ ზეპირსიტყვიერებაში, ძირითადად გაცნობა ხდება იმ ღირსეული ადამიანების, რომელთა დავიწყება და ისტორიული გაფერმკრთალება ცოდვა იქნებოდა. ტრაგიკულ ისტორიებს, ეთნოგრაფიულ წიაღსვლებს, ლეგენდებს, თქმულებებს, და ხალხური პოეზიის ჟანრობრივ მრავალფეროვნებებს.

რანიც კარგნი ვართ
-რანიც კანი ვართ, შინა ვართ, ცუდები ცხვარში ჰყრიანა.
-რანიც კანი ვართ, ცხვარში ვართ, ცუდები სახლში ჰყრიანა.
შემოაკლდება საჭმელი, თოვლ-ქარში ტყეში დიანა,
შინ მოვლენ შეცივებულებ, ცოლები ნიფხვებს ხხდიანა.
შინაურების ცოლები ძაღლებს დაჰკრეჭენ კუდებსა,
არ გამოუდის ჯუბები, ქმრებს უთელავენ ქუდებსა.


გაუძეღ, ბექურიშვილო
წინ თუშნი, უკან ხევსურნი, ფშაველნ ნელ-ნელა დიანა,
გაუძეღვ ბექურიძეო, ლურჯა გყავ, გიქებდიანა.
გაუძღვის ბექურიშვილი, შარანიც ხანდებიანა.
თუშნ არ მიდიან სათიბრად, ლაშქრობა გვინდებიანა,
წავლენ და მოიჩრდილებენ, მუჭლში წყალ ჩადგებიანა.

აქ ვპოულობთ საკმაოდ ბევრ ორ და სამსტრიქონიან პოეტურ ნიმუშებს, რომელიც ერთი შეხედვით კაცს შეიძლება დიდი ლექსის ფრაგმენტებად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის ნაზი ლირიზმით დატვირთული ლექსები. ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ ერთი, თავისი ლაკონურობითა და განცდის სიმძაფრით განსაკუთრებით საყურადღებო ლექსი:

- გულივ, დედო, სულივ, - გულშიბიანამავ,
- უბემასრიანმავ, ყელყაწიმიანმავ.
‘’გული, დედავ, გული’’, გული მტკიავაო, ჩივის ‘’გულშიბიანა’’ - ვერცხლის ძეწკვებით საგულეშემკობილი ასული, ყელყაწიმიანი, უბემასრიანი ჭაბუკია ჩემი გულისტკივილის მიზეზიო.

გამოყენებული ლიტერატურა: კ. აზიკური ,,თუშური ჩანაწერები“