ვისაც გიჩნდებათ კითხვა ,,გზა როგორია?'' - გზა არის ისეთი როგორიც უნდა იყოს ცაში...

თუშეთი - სრული სიგიჟე


თუშეთი - სრული სიგიჟე. მიუხედავად იმისა რომ საქართველო ამოუწურავია და მრავალფეროვანია თუშეთი თავისი გრანდიოზულობით, არარეალური მაშტაბებით, მრავალფეროვნებით, თავისუფლად, ზედმეტი გადაჭარბების გარეშე #1-ია. ვისაც გიჩნდებათ კითხვა ,,გზა როგორია?'' - გზა - არის ისეთი როგორიც უნდა იყოს ცაში... გზა - მთელი ხიბლი - საოცრება;


გახედავ ალაზნის ველიდან კავკასიონს და ვერც წარმოიდგენ, რომ ამ სიმაღლეებზე სულიერი დადის... ან საერთოდ გზა ადის... მონაცვლეობა ჩანჩქერების, ნაძვების, ალპური ზონების... სადღაც რომ ხარ გამოკიდებული ჰაერში, დადიხარ პომპეზური მთების კიდეებზე... გაგიჟებს ყოველი ხედი და გიტყუებს მაღლა და მაღლა.. რათქმა უნდა ფოტო ამას ვერ გადმოცემს... თუშეთი უბრალოდ ყველა ქართველმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს. დაუვიწყარი ოჯახური მოგზაურობა სადღაც ცაში.