გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისთვის მცირე გრანტების პროგრამა გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტის DIAPOL-CE ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ თემატიკაზე: • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა/გამოყენების ხელშეწყობა; • ადგილობრივი, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ხელშეწყობა; • კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა; • ბიოსფერულ რეზერვატთან დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა; • გარემოსადმი მეგობრული შემოსავლების მომტანი საქმიანობები, რომლებიც ბიოსფერული რეზერვატის დაარსებით მოტანილი სარგებლის დემონსტრირება იქნება. საგრანტო პროექტები განხორციელდება სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე. (იხ. რუკა, ფაილის სახელი - „5.რუკა-3ალაზნის ბრ“) საგრანტო თანხა შეადგენს 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში (8 პროექტი გეოგრაფიული გადანაწილებით); ერთი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, საუკეთესო საპროექტო წინადადება დაფინანსდება 10 000 ევროს ექვივალენტით ლარში; მინიმუმ 10% უნდა იყოს გრანტის მიმღების თანამონაწილეობა ფულადი ან არაფულადი სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ინდივიდებს, საერთო ინტერესით გაერთიანებულ ჯგუფებს, ადგილობრივ ფერმერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მეწარმეებს. დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები მითითებულ ელ-ფოსტაზე: Three Alazani BR Small Grants Program ქართულ ენაზე, რეკომენდებული ფორმატით (იხ. ფაილები, სათაურით - „განაცხადის ფორმა“ და „ბიუჯეტის ფორმა“). გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების შესახებ მიიღება არა უგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა. კონკურსზე წარსადგენი საგრანტო განაცხადების მომზადების დაწყებამდე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა გაეცნონ მეთოდურ მითითებებს (იხ. ფაილი, სათაურით- „მეთოდური მითითებები“). საკონსულტაციო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მოგვიანებით. შეკითხვების/დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ელ-ფოსტა: ThreeAlazaniBR@giz.de ტელ: 593314779 პროექტი DIAPOL-CE - „პოლიტიკის დიალოგი და ცოდნის მართვა კლიმატის ცვლილების სტრატეგიების შესახებ“ დაფინანსებულია გერმანიის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის მიერ (IKI), უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გერმანიის გარემოს, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMUV). საქართველოში პროექტს - ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების სამოდელო რეგიონები - სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის კოორდინირებული და ეფექტური მართვის შესაძლებლობების გაძლიერება - ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) და მიხეილ ზუკოვის ფონდი (MSF)