ჩვენი გუნდი
ირაკლი ჯამარიშვილი
მისამართი: ახმეტის რ-ი სოფ. ზემო ალვანი, ომალო
მობ: +995 568 72 80 50
ელ.ფოსტა: iraklijamarishvili.arch@gmail.com
ვებ გვერდი:
არქიტექტორ - კოორდინატორი
დაიბადა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში და დაამთავრა ამავე სოფლის 1-ლი საჯარო სკოლა.
განათლება
2014 წელს ჩაირიცხა ბაკალავრიატში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე, ხოლო პირველი კურსის დახურვის შემდეგ მობილობით გადავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, რომელიც 2019 წელს დაასრულა არქიტექტურის მიმართულებით.
2020 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.
სამუშაო გამოცდილება:
ბაკალავრიატში სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, თავმჯდომარის თანაშემწედ.
2018-2019 წწ. მუშაობდა დეველოპერულ კომპანია ALPHA HOLDING GEORGIA-ში, არქიტექტორად.
2017 წლიდან მონაწილეობს შ.პ.ს. ჯსბ საქართველოს სატენდერო პროექტების განხორციელებაში არქიტექტურის განხრით.