სიყვარულის ციხე
მთავარი ღირსშესანიშნაობები:სოფელ ომალოს შემოგარენის ულამაზესი ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, სიყვარულის ციხე (თუშური გადმოცემების თანახმად, ვინც ამ ადგილას სიყვარულთან დაკავშირებულ სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად შეუსრულდება)
მიმართულება : ომალო > სიყვარულის ციხე > ომალო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ომალომდე დაახლოებით - 700 მ)
მანძილი : 8 კმ
ხანგრძლივობა: 3 - 4 სთ
სირთულე: მარტივი/საშუალო; საფეხმავლო
ცალმხრივი მარშრუტი იწყება და მთავრდება სოფელ ომალოსთან. მარშრუტი დაახლოებით 1.5 კმ მანძილზე შენაქოსკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება, რომელსაც საცალფეხო ბილიკი უერთდება და ეშვება პირიქითის ალაზანთან და დაკიდებული ხიდის მეშვეობით გადადის მდინარის მეორე ნაპირზე. აქედან კი დაახლოებით 50 მეტრში ბილიკი მარცხნივ უერთდება სიყვარულის ციხისკენ მიმავალ ბილიკს. მარშრუტზე მოძრაობისას შესაძლებელია ნიამორებსა და ფრინველებზე დაკვირვება.
შეფასებები
/ 5
5 REVIEWS
EXCELLENT
4
VERY GOOD
1
AVERAGE
0
POOR
0
VERY POOR
0
შეაფასეთ
თქვენ შეიძლება ასევე მოგეწონოთ
ვიზიტორთა ცენტრი
მთავარი ღირსშესანიშ...
კესელო - ქუე
მთავარი ღირსშესანიშ...
შენაქო - აგეურთა
მთავარი ღირსშესა...